ნარიშკინი - ევრაზიის მასშტაბით ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკი საკმაოდ რეალურია და ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ავტორი
Frontnews საქართველო
ევრაზიის მასშტაბით ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკი საკმაოდ რეალურია და ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
მისივე აზრით, ნატო დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის შემდგომი გახანგრძლივებით, რათა შეზღუდოს რუსეთის პოტენციალი და ევროპა აფერხებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ყველა მცდელობას.
"ევროპული ელიტები გლობალურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევენ კიევის ნეონაცისტურ რეჟიმს, ამავდროულად კი აფერხებენ უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების ნებისმიერ მცდელობას.
ნატოს შტაბ-ბინამ ჩაატარა ანალიზი როგორც რუსეთის, ასევე ნატოს შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადყოფნის დონის შესახებ. დასკვნა ის არის, რომ რუსეთის სამხედრო-ტექნიკური და მობილიზაციის პოტენციალის შეზღუდვის საუკეთესო გზა უკრაინის კონფლიქტის კიდევ უფრო გახანგრძლივებაა. ეს განცხადება აღიარებას ჰგავს“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ევროკავშირმა თავის ძირითად კონცეპტუალურ დოკუმენტებში შეიტანა რუსეთთან 2030 წლისთვის ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის მზადყოფნა.
"დასავლელი პოლიტიკოსების მიერ ამოქმედებული პროპაგანდის მექანიზმები მსოფლიოს იმდენად მკაცრ სურათს ქმნის, რომ ისინი თავად ხდებიან ამ სურათის მძევლები და საკუთარ მახეშივე ებმებიან. ამ ვითარებაში დიპლომატია უკვე აღარ მუშაობს და სახელმწიფოები, სიტყვასიტყვით, ტოტალურ ომში აღმოჩნდებიან, რაც ხშირად ყველასთვის გამანადგურებელი შედეგით სრულდება.
ჩვენ ვალდებული ვართ, ხელი შევუშალოთ მოვლენების ამგვარ განვითარებას. მადლობა ღმერთს ისტორიამ იცის ესკალაციის სპირალიდან წარმატებით გამოსვლის მაგალითები, თუმცა არც ისე ბევრი. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია კარიბის კრიზისი, როდესაც ჩვენმა საერთო დიდმა ქვეყანამ – საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შეძლეს ურთიერთდათმობებზე წასვლა და ბირთვული ომის თავიდან აცილება“, – განაცხადა ნარიშკინმა.
თაგები:
სერგეი ნარიშკინი




