Logo

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს

სამართალი
150
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.რ. და 1987 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მ.ყ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულების პირადი  ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები