
ავტორი
Front News საქართველო
ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება. ინანებენ ციხეში რომ წამიყვანეს, იმიტომ, რომ შიგნიდან გამოვამჟღავნებ ყველაფერს, – ამის შესახებ აქტივისტმა ნატა ფერაძემ დაკავებისას განაცხადა.
“ეს არის დაშინება. არც ვნანობ, რომ სტალინს ვესროლე და კიდევ ვესვრი თუ საჭირო გახდება. ეს არ იყო ეკლესიაზე შეტევა, ეს იყო პუტინზე შეტევა. ეს დაკავება დაშინებაა და საჩუქარია იმ ორკებისთვის, რომლებიც მომადგნენ. ჩამსვან, გავაგრძელებ ისევ.
საშინელი მუქარებია შემოსული პირადად ჩემზე და ჩემს ოჯახზე, მაგრამ რეაგირება არ ჰქონია არავის. დაცვა მოვითხოვე და ამაზეც პასუხს არ მცემენ. ამერიკიდან შემომთავაზეს დაცვის პროგრამაში ხომ არ გინდათ ჩაგსვათო და ესენი დუმან.
ეს ზომა არ არის პროპორციული და გასაჩივრებას ვაპირებ.
ხატი არც დაზიანებულა, სპეციალურად, ვფიქრობდი, ზეთოვანი საღებავი შემესხა თუ აკრილი და აკრილი შევასხი. ტილოს გადაუსვამ და მოსცილდება”, – განაცხადა ნატა ფერაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ნატა ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.
თაგები:
ნატა ფერაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს