ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება მას ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა.
ნატა ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.
გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
თაგები:
ნატა ფერაძე




