
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვხედავთ რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჟურნალისტების ცემასა და ოპოზიციონერების დაპატიმრებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს უნდა დაუმტკიცოს, რომ იმედი ტყუილად არ აქვთ.
“ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ დავყრუვდით და არ გვესმის, რას ამბობენ დემონსტრანტები საქართველოში უკვე მერამდენე დღეა? არჩევნები მოპარულია, ის გაყალბდა და მათი მომავალიც მოპარულია, მათი ოცნებაც მოპარულია. “ქართული ოცნება” მუდმივად იმეორებს, რომ საქართველო ევროპულია და არ არის რუსეთი, მაგრამ ამას ვერ ვხედავ. ჩვენ ვხედავთ რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჟურნალისტების ცემასა და ოპოზიციონერების დაპატიმრებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის თავზე ღრუბლები იკრება და ნუთუ ჩვენ იმპოტენტები ვართ და არ შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ და ხელი შევუშალოთ “ოცნებას”, რომ დაასამაროს ნამდვილი ქართული ოცნება?
ქალბატონი ზურაბიშვილი იბრძვის თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. საქართველოს ადგილი ევროპული დემოკრატიების ოჯახშია და სალომე ზურაბიშვილი პლენარულ სხდომაზეც ისაუბრებს ამაზე. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მათ ტყუილად არ აქვთ ჩვენი იმედი”, – განაცხადა ნატალი ლუაზომ.
თაგები:
ნატალი ლუაზო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს