Logo

ნათია თურნავა გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ჩვენებას აძლევს

სამართალი
17.02.2025 / 10:42
951
Frontnews image description

მთავარი კითხვა ნათიასთან იქნება ნახა თუ არა რამე დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ, ან ირიბად ამტკიცებს ივანიშვილის ინვესტორობას, – ამის შესახებ “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნათია თურნავამ უნდა ახსნას, აქვს თუ არა მართლაც რაიმე ობიექტური ინფორმაცია.

“მთავარი კითხვა ნათიასთან იქნება ნახა თუ არა რამე დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ, ან ირიბად ამტკიცებს ივანიშვილის ინვესტორობას იმიტომ, რომ მან გამოიტანა ძალიან მძიმე დასკვნა. მან უნდა ახსნას, იგი არის გამოძალვის და ამ კრიმინალური შურისძიების თანამონაწილე, თუ მას მართლაც აქვს რაიმე ობიექტური ინფორმაცია, რასაც შეიძლებოდა დაყრდნობოდა”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩვენებას აძლევს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.  სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროცესზე პროკურატურამ დააყენა, მოტივად კი კომერციული საიდუმლო დაასახელა. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდების მოთხოვნა გაიზიარა.

ივანიშვილი ბაჩიაშვილს 8000-მდე ბიტკოინის მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

Advertisement