Logo

ნატო კიევში წარმომადგენლობას დროებით ხურავს და თანამშრომლები ლვოვსა და ბრიუსელში გადაჰყავს

უკრაინა
19.02.2022 / 19:29
1193
Frontnews image description

ნატო კიევში წარმომადგენლობას დროებით ხურავს და თანამშრომლები ლვოვსა და ბრიუსელში გადაჰყავს, – ინფორმაციას მედია ალიანსის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ალიანსის ინფორმაციით, თანამშრომლების უსაფრთხოება პრიორიტეტია, თუმცა ოფისი უკრაინაში მუშაობას არ წყვეტს.

 

“ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები გულდასმით აკვირდებიან და აფასებენ სიტუაციას და იღებენ ყველა აუცილებელ ზომებს უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება გახლავთ პრიორიტეტი. 

 

ჩვენი თანამშრომლები გადავლენ ლვოვსა და ბრიუსელში. ამგვარად, ნატო-ს ოფისი უკრაინაში მუშაობას არ წყვეტს“, – აცხადებენ ალიანსის პრესსამსახურში.

Advertisement