Logo

ნატოს ადმირალი - 2022 წელს რომ ყველაფერი მოგვეცა, რასაც ითხოვდით, ომის შედეგი, ალბათ, ძალიან, ძალიან განსხვავებული იქნებოდა

უკრაინა
51
Frontnews image description

ამ ომში უკრაინის ან რუსეთის კლასიკური სამხედრო გამარჯვება ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ რადიო NV-ს ეთერში ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.

"ამ ეტაპზე ორივე მხარისთვის კლასიკური სამხედრო გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა. ეს იმიტომ ხდება, რომ ამჟამად უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 700 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება“, - განაცხადა ბაუერმა.

ის მიიჩნევს, რომ რუსების გაყვანა რთული იქნება და "ყველამ უნდა ვისწავლოთ აქედან".

"ყველაფერი რომ მიგვეწოდებინა 2022 წელს, როდესაც უკრაინა ძალიან წარმატებით იბრუნებდა თავის ტერიტორიას რუსებისგან, ვთქვათ, იმავე წლის აპრილიდან აგვისტომდე პერიოდში, თუ ყველაფერს მოგცემდით, რასაც ითხოვდით, ომის შედეგი, ალბათ, ძალიან, ძალიან განსხვავებული იქნებოდა“, - განაცხადა ადმირალმა.

ამავდროულად, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთმა "ეს ომი სტრატეგიულად უკვე წააგო, რამაც ის ჩინეთის სატელიტად აქცია" - ჩინეთის დახმარების გარეშე ხომ "რუსები ვერ შეძლებდნენ ამ ომის გაგრძელებას უკრაინაში".

"სამხედრო თვალსაზრისით კი, ვერ წარმომიდგენია ვერცერთი სცენარი, რომელშიც რუსეთი ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა“, - განაცხადა ბაუერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები