
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა.
მას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კევინ ჰამილტონს JTEC-ის ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურის, განვითარების, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მის თანამედროვე შესაძლებლობებს გაეცნო.
თაგები:
კევინ ჰამილტონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს