ნატოში გაწევრიანებამდე – უკრაინამ და ბრიტანეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ ბრიტანეთთან უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა გააფორმეს.
G7 ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების მიცემაზე გასულ წელს ვილნიუსში ნატოს სამიტზე. დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საბოლოო შეთანხმება გააფორმა.
გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმება გულისხმობს მხარდაჭერას, რომელსაც გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინისთვის უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის დაზვერვის გაზიარებას, კიბერუსაფრთხოებას, სამედიცინო და სამხედრო მომზადებას და თავდაცვის ინდუსტრიულ თანამშრომლობას.
The Guardian წერს, რომ შეთანხმება ძალაში უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე იქნება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს