
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობა” ამბროლაურის საკრებულოს სამივე წევრმა – ამირან ლომთაძემ, ბაქარ გობეჯიშვილმა და ანა გურგენიძემ დატოვა.
მათი თქმით, ნიკა მელიას გუნდს შეუერთდებიან.
“ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამივე წევრი ვტოვებთ კეზერაშვილის პირად პარტიას.
არ ვნანობთ გასულ წლებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ვემსახურებოდით სიმართლეს და არასდროს გვიღალატია პრინციპებისთვის. ვნანობთ დაკარგულ ბოლო თვეებს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ბინძური მეთოდებით მიითვისეს აღზევებულმა მდაბიოებმა, ათას პარტიაზე გადამხტარმა ვაჭრებმა გამიზნულად ყველაფერი გააკეთეს პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციისთვის.
ვტოვებთ უსამართლობას და მორალურად წელში გამართულები ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ – მართალ და წესიერ ხალხთან ერთად. სიმართლეს დიდი ძალა აქვს და საბოლოო ჯამში, აუცილებლად გაიმარჯვებს!
ჩვენთან ერთად ადგილობრივი ორგანიზაციის ძირითადი ბირთვიც უერთდება ნიკა მელიას გუნდს”, – განაცხადეს ბრიფინგზე.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს