Logo

"ნაციონალური მოძრაობა" - რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, მაგრამ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას

პოლიტიკა
212
Frontnews image description

“გუშინ საღამოს რუს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმმა 15 სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრი: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე. რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, მაგრამ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას”, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული.

"რუსეთის მარიონეტული რეჟიმი შეთითხნილი ბრალდებით უდანაშაულო პატრიოტების რეპრესიებს აგრძელებს.

გუშინ საღამოს რუს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმმა 15 სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრი: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე.

რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, რათა მათ საქართველოს რუსეთის მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა შეწყვიტონ.

მათ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას, არასდროს შეეგუება კრიმინალთა ბანდის მიერ საქართველოს მისაკუთრებას.

მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება!

სოლიდარობა და თანადგომა რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

დიდება საქართველოს!” - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement