
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია დღეს 30-მდე ადამიანმა დატოვა.
განცხადება “ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ოფისში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ია ჯიშკარიანმა გააკეთა.
როგორც ია ჯიშკარიანმა აღნიშნა, პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია ხალხსა და პარტიის მენეჯმენტს შორის დაშორიშორება.
მისივე თქმით, პარტიაში ხელოვნურად შექმნეს კრიზისი მოსყიდვებით, ინტრიგებით და არაფორმალურ გავლენებს შეეწირა პარტიის ინტერესები.
პარტია დღეს დატოვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ 11-დან 10 წევრმა და ხობის ადგილობრივი ორგანიზაციის კიდევ 18 წევრმა. ფრაქციის ყოფილი წევრები საკრებულოს მანდატების დატოვებას არ აპირებენ.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს