
ავტორი
Front News საქართველო
მასობრივი შიმშილობის აქციაში ნიკა მელია, გია ბარამიძე, აკო მინაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები ჩაერთვებიან.
“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დროისათვის ათობით ადამიანია შეკრებილი. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საპროტესტო კარვებს შლიან.
მასობრივი შიმშილობის აქციაში, რომლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველზე გამართულ აქციაზე განაცხადა, მონაწილეობის სურვილს სამოქალაქო აქტივისტები გამოთქვამენ.
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამ დროისათვის დაზუსტებული არ არის იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ამ საპროტესტო აქციაში ჩაერთვება.
მისი თქმით, შიმშილობის აქციაში თავად არ ჩაერთვება, რადგან ეს არის ძალიან მძიმე და ჯანმრთელობის დამაზიანებელი აქცია, არის ბრძოლის უკიდურესი ფორმა, თუმცა იმ ვითარების შესაბამისია, რაც საქართველოშია.
აქციის მონაწილეები შიმშილობას იმ დრომდე გააგრძელებენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ მიაღწევენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს