
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ადგილმონაცვლედ მისი შვილი მათე ფუტკარაძე წარადგინა.
მათე ფუტკარაძე გონიო-კვარიათი და ბათუმის ნაწილში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება.
როგორც მათე ფუტკარაძემ წარდგენისას განაცხადა, 2 აპრილის არჩევნები ღირსების არჩევნებია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის და ბათუმისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.
მისივე თქმით, მის გეგმებში პოლიტიკა და არჩევნები არ შედიოდა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, რომ იბრძოლოს.
შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება.
თაგები:
ნუგზარ ფუტკარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს