Logo

ნაზი ჯანეზაშვილი – აღმოჩნდა, რომ მიხეილ ჩინჩალაძეს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციას

პოლიტიკა
1162
Frontnews image description

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სხდომები უნდა იყოს ღია თუ კანონით არ არის რაიმე კონკრეტული შემთხვევები დადგენილი. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, საარჩევნო დავები, რომლებიც დღეს იხილება უნდა იყოს ღია, – ამის შესახებ “სასამართლოს გუშაგის“ დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციას, რადგან მან თავს უფლება მისცა, რომ სასამართლოს ჭიშკარი დაეკეტა.

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სხდომები უნდა იყოს ღია თუ კანონით არ არის რაიმე კონკრეტული შემთხვევები დადგენილი. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, საარჩევნო დავები, რომლებიც დღეს იხილება, უნდა იყოს ღია, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციას, რადგან მან თავს უფლება მისცა, რომ სასამართლოს ჭიშკარი დაეკეტა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

“ძლიერი საქართველოს” ლიდერს ანა დოლიძეს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მოქალაქეებს აქვთ უფლება დაესწრონ სასამართლო პროცესებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები