
ავტორი
Front News საქართველო
მთავარია, რომ ეს იყოს დროულად, იმიტომ, რომ თუ კანონის ამოქმედება უფრო აქტიურ ფაზაში შევა, ბუნებრივია, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს მთლიანად სექტორს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი და ქვეყნისკენ მიმართული გადაწყვეტილება გამოიტანოს.
“რაც უფრო დროულად, სამართლებრივად სწორად და ჩვენი ქვეყნისკენ მიმართული იქნება ეს გადაწყვეტილება, მით უკეთესი. მთავარია, რომ ეს იყოს დროულად, იმიტომ, რომ თუ კანონის ამოქმედება უფრო აქტიურ ფაზაში შევა, ბუნებრივია, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს მთლიანად სექტორს”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ 3-დღიანი განხილვა 1 სექტემბერს დასრულდა და მოსამართლეები გადაწყვეტილების მისაღებად გავიდნენ.
თაგები:
ნაზი ჯანეზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს