
ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარი სურს, რათა ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა განიხილონ.
ისრაელის მედიის ცნობით, შესაბამისი თხოვნა კიევში უკვე გადაგზავნილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თხოვნა უკავშირდება უკრაინის დიდ გამოცდილებას ირანული წარმოების დრონების განეიტრალების სფეროში და მიზნად ისახავს ამ მიმართულებით ისრაელსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის განვითარებას.
უკრაინის ელჩმა ისრაელში ევგენი კორნიჩუკმა ინფორმაცია დაადასტურა.
მისი თქმით, ორი ლიდერის დატვირთული გრაფიკის გამო სატელეფონო საუბარი ჯერ არ შემდგარა, თუმცა სავარაუდოდ, ეს მომავალ კვირის დასაწყისში მოხდება.
მანამდე ირანში განაცხადეს, რომ უკრაინა „ლეგიტიმურ სამიზნედ“ იქცა ისრაელისთვის დრონების სფეროში მხარდაჭერის გამო. საპასუხოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის რეჟიმი წლების განმავლობაში უკრაინელების მკვლელობას უჭერდა მხარს, რუსეთს დრონებით და ტექნოლოგიებით ეხმარებოდა. ამიტომ, აბსურდულია უკრაინის მიმართ მუქარა თავდაცვის უფლებაზე მითითებით,
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინას სთხოვა გაეზიარებინა გამოცდილება ირანული "შაჰედის" ტიპის დრონების გაუვნებელყოფის საკითხში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს