Netflix-ის სერიალის "ტინდერის თაღლითის" მთავარმა გმირმა ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ქუთაისის ციხე დატოვა

ავტორი
Front News საქართველო
Netflix-ის დოკუმენტური სერიალის "ტინდერის თაღლითის" მთავარმა გმირმა საიმონ ლევიევმა ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ქუთაისის ციხე დატოვა, - ინფორმაცია "რადიო თავისუფლებასთან" მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა დაადასტურა.
მისი განმარტებით, საიმონ ლევიევმა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულება დღეს ისე დატოვა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული "საქმე სრულად შეწყდა" და ყველანაირი პირობის გარეშე გათავისუფლდა. მას ციხის დატოვებისთვის არ დასჭირვებია არც გირაოს გადახდა, არც საპროცესოს გაფორმება და არც სამოგზაურო შეზღუდვები დაწესებია.
ინტერპოლის წითელი ცირკულარით საიმონ ლევიევი ბათუმში 15 სექტემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე გერმანიაში აღძრული იყო ბერლინში მცხოვრები ქალის ჩვენების საფუძველზე - ის ამბობდა, რომ ლევიევი სწორედ "ტინდერზე" გაიცნო, მისგან მანიპულაციებისა და ემოციური ძალადობის მსხვერპლი გახდა და საბოლოოდ მან 50 000 ევრომდე თანხა გამოსძალა. ექსტრადიციისა და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, საიმონ ლევიევს თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთა ემუქრებოდა. რა გახდა მის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის მიზეზი გერმანიის მხრიდან, ამ დროისთვის უცნობია.
საიმონ ლევიევის (იგივე შიმონ იეჰუდა ჰაიუტი) შესახებ გადაღებულია Netfix-ის დოკუმენტური სერიალი Tinder Swindler-ი. ("ტინდერის თაღლითი"), რომელიც 2022 წელს გამოვიდა. ამ სერიალის მიხედვით, ის წლების განმავლობაში ქალებს ონლაინგაცნობის აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს აცნობდა ბრილიანტების მაგნატის ლევ ლევიევის მემკვიდრედ, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს სძალავდა.
თაგები:
საიმონ ლევიევი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


