Newsweek წერს, რომ F-16-ები სავარაუდოდ, უკვე უკრაინაშია, უკრაინის საჰაერო ძალები ინფორმაციას უარყოფს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკულმა გამოცემა Newsweek წერს, რომ პირველი F-16-ები სავარაუდოდ, უკვე ჩავიდა უკრაინაში, თუმცა უკრაინის საჰაერო ძალები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
F-16-ების უკრაინაში ჩასვლის შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის არმიამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოთხი სუ-34 დაკარგა. რუსი პროპაგანდისტები ვარაუდობდნენ, რომ მათი ჩამოგდება F-16-ების დახმარებით შეიძლებოდა, რასაც უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ელოდება.
დღეს Newsweek წერს, აშშ-ში ანონიმი წყარომ ვარაუდობს, რომ უკრაინამ, სავარაუდოდ, მისთვის დაპირებული F-16-ებიდან პირველები უკვე მიიღო, თუმცა საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა უარყო F-16-ის უკრაინაში ჩამოსვლა. მისი თქმით, უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს მზადება პირველი თვითმფრინავის მისაღებად.
თაგები:
F-16