ნიკა ჩიტაძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება-განვითარებას


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება-განვითარებას და გმობს უფლებამოსილების გადამეტებას მმართველი პარტიის მხრიდან, - ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ჯერია შესაბამისი აღმასრულებელი ინსტიტუტების, მათ შორის ევროკომისიის და რაც მთავარია, ევროპული საბჭოს და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების, რომ დაუწესონ სანქციები "ქართულ ოცნებას".
"ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება-განვითარებას და გმობს უფლებამოსილების გადამეტებას მმართველი პარტიის მხრიდან, მათ შორის მზია ამაღლობელის საქმე და მისი ცალკე აღნიშვნა გახლავთ სიმბოლო იმისა, თუ როგორ ებრძვის დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოში განსხვავებულ აზრს, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტებს. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომ ევროკავშირის შესაბამისმა ინსტიტუტებმა იზრუნონ იმაზე, რომ "ქართულ ოცნებასა" და მის ცალკეულ წარმომადგენლებს დაუწესდეთ კონკრეტული სანქციები. ახლა ჯერია შესაბამისი აღმასრულებელი ინსტიტუტების, მათ შორის ევროკომისიის და რაც მთავარია, ევროპული საბჭოს და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების, რომ მათ მიიღონ შესაბამისი ზომები, კერძოდ, აამოქმედონ სანქციები "ქართული ოცნების" წარმომადგენლების წინააღმდეგ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ევროპარლამენტმა 324 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით, "მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.
თაგები:
ნიკა ჩიტაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს