ნიკა ჩიტაძე - რეალობა ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც აშშ აპირებს კონკრეტული სანქციების შემოღებას


ავტორი
Front News საქართველო
რეალობა ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც აშშ აპირებს კონკრეტული სანქციების შემოღებას და ზომების მიღებას ქართველი დე ფაქტო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, - ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქტის მოქმედება პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ხელმოწერიდან 6 კვირის ვადაში დაიწყება.
"შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება ის, რომ აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს ეს აქტი და შემდეგ გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს და დოკუმენტის პრაქტიკაში ასრულება იწყება პრეზიდენტის ხელმოწერიდან დაახლოებით, 6 კვირაში.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მა მიიღო ისეთი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს მოქმედი მაღალჩინოსნების დასანქცირებას, თუმცა მეორე მხრივ, ეს შესაძლებლობას აძლევს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების შემთხვევაში აშშ-ის მხრიდან იქნება ხელშეწყობა ქვეყანაში.
რეალობა ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც აშშ აპირებს კონკრეტული სანქციების შემოღებას და ზომების მიღებას ქართველი დე ფაქტო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტს გააჩნია სავალდებულო ხასიათი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
თაგები:
ნიკა ჩიტაძე