
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის გამო, ეს ტრიო - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა დღეს დაშლილია, თუმცა უკრაინისა და მოლდოვის წინსვლას მივესალმებით, - ამის შესახებ Front News-სთან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლდოვასა და უკრაინაში არსებობს დემოკრატიული პრინციპები და ინსტიტუტები, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, დაუახლოვდეს ევროკავშირს.
"უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინაც და მოლდოვაც განვითარების კუთხით საქართველოზე წინ არიან და ისიც ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებები იცვლებიან დემოკრატიული გზით, შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების მოგვარებაზე მსჯელობა.
რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის გამო, ეს ტრიო - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა დღეს დაშლილია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენ ჩვენი მეგობრების - უკრაინისა და მოლდოვის წინსვლას მივესალმებით", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
დღეს უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ.
თაგები:
ნიკა ჩიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს