Logo

ნიკა ჩიტაძე - საქართველო სცილდება დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროს იდეოლოგიური თუ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ეს რეალობაა

პოლიტიკა
255
Frontnews image description

ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა საქართველო, ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მაგრამ არ არის დაგეგმილი მისი ვიზიტი საქართველოში, - ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სცილდება დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროს იდეოლოგიური თუ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

"ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა საქართველო, ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მაგრამ არ არის დაგეგმილი მისი ვიზიტი საქართველოში. ადრე, "სისხლიანი 9 წლის" დროს ჯორჯ ბუში ჩამოდიოდა საქართველოში, თუმცა ახლა განსხვავებული ვითარება გვაქვს. აქ ჩანს, რომ საქართველო სცილდება დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროს იდეოლოგიური თუ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ეს რეალობაა. თუ საქართველოს სურს, იყოს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წევრი, საქართველოში დაცული უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა.

თუ სურს საქართველოს ევროინტეგრაცია, ის მათ თავისი ღირებულებებით უნდა დაუახლოვდეს და თუ არ იქნება დაცული ადამიანის უფლებები, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, თავისთავად, წინსვლა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს არ ექნება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები