ნიკა გილაური – აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმისკენ, რომ ჩვენ წელს არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება


ავტორი
Front News საქართველო
აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმისკენ, რომ ჩვენ წელს არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება, – ამის შესახებ კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა ბიზნესმენების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ასახულა ჩვენს ეკონომიკაზე ის პოლიტიკური კრიზისი, რაშიც საქართველოა შესული.
“ჯერ კიდევ ბოლომდე არ ასახულა ჩვენს ეკონომიკაზე ის პოლიტიკური კრიზისი, რაშიც საქართველოა შესული, თუმცა აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმისკენ, რომ ჩვენ წელს არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ნოემბერ-დეკემბერში უკვე ვნახეთ ტურიზმის ციფრები, იანვარშიც არ არის უკეთესი. ამას ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოდინებების შემცირება, პირდაპირი ინვესტიციების შემცირება. რეალურად, ვალუტის ის შემოდინებები, რაც ქვეყანას ჰქონდა ბოლო პერიოდში, საგრძნობლად მცირდება”, – განაცხადა ნიკა გილაურმა.
ბიზნესმენები სასტუმრო “შერატონში” შეხვედრას მართავენ. განხილვის თემა მიმდინარე პროცესები და ეკონომიკური მდგომარეობაა.
თაგები:
ნიკა გილაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს