ნიკა გილაური – ახლოს ვართ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ კატასტროფასთან


ავტორი
Front News საქართველო
ახლოს ვართ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ კატასტროფასთან. მმართველი გუნდი თვითონაც ძალიან კარგად გრძნობს, რომ დღეს უფსკრულისკენ მიჰყავს ქართული ეკონომიკა, – ამის შესახებ კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა ძალიან დიდ რისკებს ეთამაშება.
“დარწმუნებული ვარ, მმართველი გუნდი თვითონაც ძალიან კარგად გრძნობს, რომ დღეს უფსკრულისკენ მიჰყავს ქართული ეკონომიკა, ძალიან ახლოს ვართ, რომ გადავიჩეხოთ. ამას თვითონაც ძალიან კარგად ხედავენ. რეალურ გამოსავალს ვხედავ მარტო ახალ არჩევნებში, რომელიც დააწყნარებს პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც დადებით სიგნალს მისცემს დასავლეთს, დასავლეთის საფინანსო ინსტიტუტებს.
პატარა ქვეყანა ვართ, ფინანსური ბალიში არ გვაქვს და ძალიან დიდ რისკებს ვეთამაშებით. ვთვლი, რომ “ქართული ოცნების” მესვეურებს დღეს ეკონომიკა არ ესმით, მაგრამ ის ფაქტი, რომ 7-ჯერადი იმპორტის რეზერვი ჰქონდა ქვეყანას 3 წლის წინ და ახლა გვაქვს 2,8 ჯერადი თვის იმპორტის რეზერვი, ეს მიუთითებს, რომ ახლოს ვართ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ კატასტროფასთან”, – განაცხადა ნიკა გილაურმა.
თაგები:
ნიკა გილაური

ნიკა გილაური – ივანიშვილის რეჟიმმა კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო, დიდ კრიზისში ვართ და გამბედავი ნაბიჯებია გადასადგმელი

ნიკა გილაური – საზოგადოება კარგად უნდა ერკვეოდეს იმაში, რა ეკონომიკურ პრობლემებს უნდა ველოდეთ მომავალში

ლელა ჯეჯელავა – ბატონი ნიკა გილაური ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად და ღიად გამოჩნდა