Logo

ნიკა გილაური – დიპლომატიურ ენაზე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, როდესაც ქვეყნის დიპლომატიურ პასპორტებს აღარ აღიარებს ევროპა

პოლიტიკა
937
Frontnews image description

დიპლომატიურ ენაზე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, როდესაც ქვეყნის დიპლომატიურ პასპორტებს აღარ აღიარებს ევროპა. ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ ვერავინ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სავიზო რეჟიმით ევროკავშირი ამბობს, რომ არ აღიარებს  დღევანდელ მთავრობას.

“სავიზო რეჟიმით ევროკავშირი ამბობს, რომ არ აღიარებს  დღევანდელ მთავრობას, რომ არ აღიარებს ამ არჩევნებს და არ აღიარებს დღეს არსებულ ლურჯ პასპორტიან დიპლომატებს. ეს არის პოლიტიკური განცხადება.

ქვეყნის მთავრობას დიპლომატიური პასპორტი უნდა სჭირდებოდეს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს და ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. დიპლომატიურ ენაზე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, როდესაც ქვეყნის დიპლომატიურ პასპორტებს აღარ აღიარებს ევროპა. ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ ვერავინ.  ეს არის ჯამური ეფექტი იმისა, რაც მოხდა საქართველოში ამ ხნის განმავლობაში. ესაა გაყალბებული არჩევნები, შეჩერებული ევროინტეგრაცია და ესაა წამების ფაქტები. ამ ყველაფრის ჯამური შედეგი არის ის, რაც ბრიუსელში არსებულმა კოლეგებმა გადაწყვიტეს.

მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნებია გამოსავალი. ამ დაძაბული მდგომარეობის ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები”, – განაცხადა ნიკა გილაურმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები