Logo

ნიკა გვარამია - ამაზე უარესი არანაირი პატიმრობა არ არის! ბოლოს ეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა ნაზი შამანაურის წინააღმდეგ

პოლიტიკა
352
Frontnews image description

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საპატიმროდან სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანას ეხმაურება.

"მინდა გამოვეხმაურო დაპატიმრებული სკოლის მასწავლებლის ნინო დათაშვილის იძულებით გადაყვანას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. 

არაფერი უფრო საბჭოთა, არაფერი უფრო ამაზრზენი, არაფერი უფრო მდაბიო და ძალადობრივი არ არსებობს, ვიდრე დისიდენტის შერაცხადობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, როგორც საბჭოთა კავშირში ეძახდნენ "გიჟად გამოცხადება". 

ამაზე უარესი არანაირი პატიმრობა არ არის! ბოლოს ეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა მწერალ ნაზი შამანაურის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვში "სბერსკის" ინსტიტუტში გამოკეტა და ის იქ გარდაიცვალა.

თავისუფლება ნინოს!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!" - წერს გვარამია.

 

Advertisement