ნიკა გვარამია - ჩემი მხარდაჭერა ნიკას და მის ოჯახს არა როგორც მეგობრის და თანამებრძოლის მიმართ, არამედ მებრძოლი მოქალაქისა და პატრიოტის მიმართ!

ავტორი
Front News საქართველო
ნიკას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეულ ჯალათზე, პოლიტიკოსების სახელით გაკეთებული საპროტესტო ჟესტია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
"გუშინ ნიკას წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს და კიდევ წელიწადზე მეტი ციხეში დატოვეს.
ნიკას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეულ ჯალათზე, პოლიტიკოსების სახელით გაკეთებული საპროტესტო ჟესტია, ისეთივე, როგორიც მედიის სახელით გარტყმული სილა მზია ამაღლობელის მიერ და ზვიად რატიანის მიერ კულტურის სახელით გარტყმული სილა პოლიციელის ფორმაში გახვეულ რეჟიმის ჯალათებს!
ჩემი მხარდაჭერა ნიკას და მის ოჯახს არა როგორც მეგობრის და თანამებრძოლის მიმართ, არამედ მებრძოლი მოქალაქისა და პატრიოტის მიმართ! ძალიან მალე ერთად ვიქნებით ყველანი ერთად გარეთ!
სანამ ვიბრძვით, სანამ არ გვეშინია, სანამ დაღლილობას და იმედგაცრუებას არ ვახვედრებთ სიზარმაცეს და შემგუებლობას, მანამდე თამამად და მტკიცედ და რაც მთავარია, სრულიად სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ:
ჩვენ ვიმარჯვებთ!
თავისუფლება ნიკა მელიას!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს! თავისუფლება საქართველოს!", - წერს გვარამია.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


