
ავტორი
Front News საქართველო
მიხარია, რომ ასეთი კოლაბორაცია შედგა ჩვენსა და "სტრატეგია აღმაშენებელს" შორის. ჩვენ ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთ ამ ადამიანებს, ამის გარეშე არჩევნები როგორ წარმოგვიდგენია, არ მესმის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ყველაზე აქტიური, ყველაზე შრომისუნარიანი ადამიანები დატოვეს ქართული სახელმწიფოებრიობის მიღმა.
"მიხარია, რომ ასეთი კოლაბორაცია შედგა ჩვენსა და "სტრატეგია აღმაშენებელს" შორის. დიდი სურვილი მაქვს, რომ დიდი ერთიანობა ქვეყნის შიგნით - სპეციალისტების, პოლიტიკოსების, ამ მიმართულებით მომუშავე ხალხის და გარეთ - ემიგრანტების ერთობა შედგეს.
საქართველოს ყველაზე აქტიური, ყველაზე შრომისუნარიანი და ამ ქვეყნის ეკონომიკაში უზარმაზარი კონტრიბუციის შემომტანი ადამიანები დატოვეს ქართული სახელმწიფოებრიობის მიღმა. ჩვენ ეს უნდა დავუბრუნოთ ამ ადამიანებს, ამის გარეშე არჩევნები როგორ წარმოგვიდგენია, არ მესმის.
ხმები თუ გაქრება, კომისიები თუ იგივეა, ფული პოლიტიკური თუ სატელევიზიო ბაზარზე ოპოზიციურზე აღარ არის და რა ვიცი, ჩემი სახელის და გვარის ჩაწერა ბიულეტენში თუ არჩევნებს ნიშნავს ვინმესთვის, მაშინ ვერ შევთანხმდებით მაგ ამბავზე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ემიგრანტის ხმა" - ამ სახელწოდებით ემიგრანტებისთვის ხმის უფლების დასაბრუნებლად "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "სტრატეგია აღმაშენებელი" კამპანიას იწყებენ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს