ნიკა გვარამია – ირაკლი ბაღდავაძე, რომელმაც ამხილა უზარმაზარი მასშტაბის კორუფცია, გაწირეს შიმშილისთვის


ავტორი
Front News საქართველო
“თბილსერვისის” თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.
“ირაკლი ბაღდავაძე, კაცი, რომელმაც ამხილა უზარმაზარი მასშტაბის კორუფცია დასუფთავების სამსახურში, დაითხოვეს სამსახურიდან და გაწირეს შიმშილისთვის.
ტერორისტები”, – წერს გვარამია.
თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი ბაღდავაძემ სამსახურში დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს