Logo

ნიკა გვარამია - ისეთები მისცემენ შენზე ჩვენებას, სიმწრისგან გულ-ღვიძლი დაგეწვება, ვის უფრთხილდები და რას ელოდები? შური მაინც იძიე

პოლიტიკა
147
Frontnews
ნიკა გვარამია - ისეთები მისცემენ შენზე ჩვენებას, სიმწრისგან გულ-ღვიძლი დაგეწვება, ვის უფრთხილდები და რას ელოდები? შური მაინც იძიე

ბოლოს ისეთები მისცემენ შენზე ჩვენებას, სიმწრისგან გულ-ღვიძლი დაგეწვება. ისეთებს მოყვებიან შენზე ყველაზე ახლობელი ადამიანები, რომ სირცხვილისგან დაიწვები. ვის უფრთხილდები და რას ელოდები?, - ასე მიმართავს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს.

მისივე თქმით, დროა, ირაკლი ღარიბაშვილმა სიმართლე თქვას.

“არ ამხელ ბიძინა ივანიშვილს და არ მოყვები მისი დანაშაულების შესახებ და მარტო შენი ისტორიებით გაერთობა ერი, ბოლომდე მასხარად გაგხდის და ფეხებს სახეზე შეგაწმენდს. 

ბოლოს ისეთები მისცემენ შენზე ჩვენებას, სიმწრისგან გულ-ღვიძლი დაგეწვება. ისეთებს მოყვებიან შენზე ყველაზე ახლობელი ადამიანები, რომ სირცხვილისგან დაიწვები. ვის უფრთხილდები და რას ელოდები? შენს შვილებს გაუფრთხილდი და ის მაინც დაანახვე, რომ წინააღმდეგობას სწევ. ბოლობოლო, შური მაინც იძიე. უბედურებაში გამწარებული მაინც იყავი და არა მორჩილი და მოძალადის თვალებში შემციცინე. თუ არ აჯანყდები, ატკინე მაინც.
თუ ვერ დაამარცხებ, დაასუსტე მაინც. სიმართლე თქვი! თუ მხილების და სამართლიანობის სახელით არა, მტრის გასამწარებლად და დასასუსტებლად მაინც. მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები