ნიკა გვარამია - რანაირად შეიძლება ამ ვითარებაში საერთოდ რამეს ეწოდოს არჩევნები, ეს გამორიცხულია

ავტორი
Frontnews საქართველო
დღევანდელი შეხვედრის მთავარი დანიშნულება იყო ის, რომ ინფორმაცია მოკლედ, მთავარი აქცენტების მეშვეობით მიგვეწოდებინა დიპლომატიური კორპუსისთვის, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორ ვუყურებთ ჩვენ მიმდინარე პროცესს და ჩვენი აზრით რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა, ეს პოზიციები გავცვალეთ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
"არჩევნების გაუქმებაა, როდესაც ყველა მეინსტრიმული ოპოზიციური პარტია უქმდება. შეგახსენებთ, მხოლოდ ისინი კი არ უქმდებიან, ვისზეც ახლა სარჩელია შეტანილი, ის პარტიები, რომლებიც კოალიციაში იყვნენ, ჩათვალეთ, რომ ყველანი უქმდებიან. ლიდერები ინდივიდუალურად აიკრძალებიან, სხვა თუ არაფერი. რანაირად შეიძლება ამ ვითარებაში საერთოდ რამეს ეწოდოს არჩევნები, ეს გამორიცხულია.
საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ეს სრულიად გასაგებია და ნულოვანი შანსია იმისი, რომ რაც გაუქმების შემდეგ მოხდება, ოდესმე რაიმე ფორმატში არჩევნები დაერქვას. ჩვენ მოვითხოვთ მინიმალურად სამართლიან არჩევნებს მაინც, გამოქვეყნებული გვაქვს ექვსი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროცესი, რომელსაც არჩევნები კი არ ჰქვია, არამედ შინაარსობრივად არის არჩევნები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციური პარტიები დიპლომატებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
თაგები:
ნიკა გვარამია




