ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიამ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

ავტორი
Frontnews საქართველო
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
გადაწყვეტილებას წინ მცირე შელაპარაკება უძღოდა.
ნიკა გვარამია მოსამართლეს მიმართავდა, რომ ის ცრუობდა და მოსამართლეს მოუწოდებდა, მისი მისამართით განცხადებებისგან თავი შეეკავებინა.
თავის მხრივ მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამიას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ნიკა გვარამია სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებდა, როცა აცხადებდა, რომ მოსამართლე და სასამართლო ცრუობს.
ნიკა გვარამიამ გაძევებისას მოსამართლეს სამარცხვინო კაცი უწოდა.
"სამარცხვინო კაცი ხარ, იცი, რატომ ვუსვამ ამდენ შეკითხვას და რატომ მაინტერესებს, რომელიმე მხრიდან მაინც რომ წამოვიღო ინფორმაცია. მოიქეცით ისე, როგორც მანტიას შეეფერება. თუ პროცესს ვარღვევ, მომეცით პროცესუალური შენიშვნა, როგორი შენიშვნაა - იტყუებით, ცრუობთ და ასე შემდეგ. რისთვის მაძევებთ?! თქვენი ადგილი არ არის სასამართლოში კი არა, სასამართლო სისტემაში. სამარცხვინო კაცი ხარ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან", - განაცხადა ნადარაიამ გვარამიას გაძევების შემდეგ.
ნიკა გვარამია სხდომათა დარბაზიდან რევაზ ნადარაიამ ერთხელ უკვე გააძევა.
თაგები:
ნიკა გვარამია




