ნიკა გვარამია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურაში დაიბარეს


ავტორი
Front News საქართველო
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო საქართველოს პროკურატურამ დაიბარა.
გვარამია პროკურატურაში 17:30 საათზე უნდა გამოცხადდეს, სადაც ბრალს წაუყენებენ.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების ფაქტზე ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალი სხვა პირებსაც აქვთ წაყენებული.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადება კანონმდებლობის თანახმად, ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ნიკა გვარამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს