ნიკა გვარამია - საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია, დღეიდან ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია

ავტორი
Frontnews საქართველო
დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.
"საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია: უზენაესმა სასამართლომ დღეს ბოლო ვაკანსია შეავსო და მოსამართლედ კლანის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ზონდერი - სერგო მეთოფიშვილი დანიშნა. დამიჯერეთ, ამაზე უარესის პოვნა იმ კლანშიც კი გაგიჭირდებათ.
დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია. განსხვავებული აზრიც კი აღარ დაიწერება. პარტიების გაუქმების სარჩელს რატომ ამატეს ქოცებმა თითო-თითო პარტია, ახლა მაინც ხომ ცხადია: იმ მომენტამდე ჭიმეს განხილვის ვადები, სანამ განსხვავებული აზრის დამწერიც კი აღარ იქნებოდა შემადგენლობაში და ამ ათასპროცენტიანი ანტიკონსტიტუციური აბსურდის დაკმაყოფილებისას ზონდერმოსამართლეებისთვის ოდნავი დისკომფორტის შემქმნელი გარემოებაც კი გამოირიცხებოდა. როგორც ჩანს, ქოცებისთვის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება მაინც სხვაა", - წერს გვარამია.
თაგები:
ნიკა გვარამია




