ნიკა გვარამია - წინა ხელისუფლებას ვემიჯნები იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა

ავტორი
Frontnews საქართველო
უნდა ვთქვა, რაში ვემიჯნები წინა ხელისუფლებას - კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც, სინამდვილეში, აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია და ეს პირი ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ემიჯნება, ვისაც მასთან დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა.
"უნდა ვთქვა, რაში ვემიჯნები წინა ხელისუფლებას - ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს არ ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვა ასობით მილიონი, ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც, სინამდვილეში, აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია - აი, ამაში ვემიჯნები და ეს ერთადერთი პირი ბიძინა ივანიშვილია.
თუ მეკითხებით, რაში ვემიჯნები, მე გპასუხობთ. ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც დადებითი დამოკიდებულება ჰქონია ოდესმე და ამაში წინა ხელისუფლებაც იყო შემჩნეული, კი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია




