Logo

ნიკა გვარამია - ვიმედოვნებ, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი ცოტა ხნით მაინც გადაიწევს და ამასობაში ჩვენ მოვასწრებთ ცვლილებებს ამ ქვეყანაში

პოლიტიკა
166
Frontnews
ნიკა გვარამია - ვიმედოვნებ, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი ცოტა ხნით მაინც გადაიწევს და ამასობაში ჩვენ მოვასწრებთ ცვლილებებს ამ ქვეყანაში

არ გამოიყურება კობახიძე ძლიერად, ის, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე აღარ იქნება იმიტომ, რომ რამდენადაც მე ვხედავ, მისი ბოლო შანსი იქნება შუა ოქტომბერი, როდესაც ევროპული საბჭოს შეხვედრაა და საქართველოზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ეს ხელისუფლებაა სათავეში, ქვეყანას კარგი შედეგები ვერ ექნება.

"არ გამოიყურება კობახიძე ძლიერად, ის, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე აღარ იქნება იმიტომ, რომ რამდენადაც მე ვხედავ, მისი ბოლო შანსი იქნება შუა ოქტომბერი, როდესაც ევროპული საბჭოს შეხვედრაა და საქართველოზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩემი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, იქნება ძალიან მძიმე და საქართველო გადავარდება ისევ აღმოსავლეთის კალათის მმართველობაში, რომელიც, პრაქტიკულად, იქნება უიმედო და იქნება დათქმა, რომ სანამ ხელისუფლების ფუნდამენტური ცვლილება არ იქნება,  სავარაუდოდ, იქამდე იქნება ასე.

მე ვიმედოვნებ, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი ცოტა ხნით მაინც გადაიწევს და ამასობაში ჩვენ მოვასწრებთ ცვლილებებს ამ ქვეყანაში, მაგრამ ისე მიდის საქმე, რომ ამ ხელისუფლების დატოვება რაღაც დროის განმავლობაშიც კი ამ ქვეყანას მოუტანს შეუქცევად ზიანს. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ. შანსი იმისა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და დაუახლოვდეს ევროპას, ან აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, რაც პირდაპირ უკავშირდება ევროინტეგრაციას, არის ნულის ტოლი, სანამ ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები