ნიკა გვარამიას აცილების შესახებ პროკურორის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა


ავტორი
Front News საქართველო
7 ნოემბრის საქმიდან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას აცილების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ნიკა გვარამიას როგორც მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის აცილება მოითხოვა. მისი თქმით, ის იყო განსახილველ პერიოდში მაღალჩინოსანი, მიმდინარე მოვლენებში პირადად იყო ჩართული და ჰქონდა საქმის მასალებზე წვდომა, ამდენად ამავე საქმეზე მხარედ ჩართვა დაუშვებელია.
ნიკა გვარამიამ პროკურორის პასუხად განაცხადა, რომ თუ საქმის ფიგურანტი იყო, აქამდე უნდა დაეკითხათ.
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის თქმით, აცილების საფუძველი გახდებოდა, თუ ნიკა გვარამია უშუალოდ საქმის პროკურორი იქნებოდა.
“კონკრეტულად ამ საქმეში უნდა ყოფილიყო პროკურორი. კონკრეტულად აი ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა როგორც ბრალდებულის, განა მასალებში, ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება და ამიტომ სამივეს ეს აზრი გვაქვს და აცილების შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებთ”, – განაცხადა მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა.
სასამართლო პროცესის გაშუქების შესაძლებლობა მედიას არ ეძლევა, სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ესწრება. არხის განცხადებას, დღევანდელი სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე, მოსამართლის თანხმობა ჯერ არ მიუღია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს