Logo

ნიკა კაცია - ძალიან დიდი უხერხულობა მაქვს, სევდანარევი სიხარულია

საზოგადოება
476
Frontnews image description

რატომ ვიჯექი 9 თვე ციხეში? არ არის სასამართლო ობიექტური, მე ვარ უდანაშაულო. ობიექტური სასამართლო არის ის, რომელიც პროკურატურას ხელს არ უმართავს, - ამის შესახებ გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ განაცხადა.

მისი თქმით, მასთან ერთად ციხეში სხვა ადამიანებიც უსამართლოდ სხედან.

"დიდი მადლობა ყველას. ახლა ვხუმრობდი, დედაჩემს, მე მგონი, ასე ძალიან ამდენ ცრემლს ჩემი უსამართლო განაჩენი არ მოუტანდა. ძალიან დიდი უხერხულობა მაქვს, სევდანარევი სიხარულია მარტო დედაჩემის ცრემლების გამო კი არა, გუშინდელი და გუშინწინდელი ღამე იყო ყველაზე მძიმე არა ჩემი ისტორიის გამო, საკუთარ ბედზე არ ფიქრობ, ფიქრობ იმაზე, რომ შენსავით არის კიდევ ბევრი და ეს ბევრი ასახავს საქართველოს. ეს ადამიანები - მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი, ბიჭები საქართველოს სახეს ვირეკლავთ, ელჩებიც ვართ. მსოფლიო მასშტაბის დიპლომატებს ჩვენი სახელები უდევთ. მე მგონია, რომ ეს სიხარული ყველას ერთად შეგვიძლია. 

ახლა ჩემი მისიაა, რომ ყველას ჩავეხუტო იმ სიყვარულისთვის, რომლითაც ვიბრძვით იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. 

რატომ ვიჯექი 9 თვე ციხეში? არ არის სასამართლო ობიექტური. მე ვარ უდანაშაულო. ობიექტური სასამართლო არის ის, რომელიც პროკურატურას ხელს არ უმართავს", - განაცხადა ნიკა კაციამ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. ნიკა კაცია გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, რაც თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

თაგები:

ნიკა კაცია
Advertisement