ნიკა კაცია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
ნიკა კაცია გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, რაც თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნიკა კაცია




