
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა მელია ახალ პარტიას დააფუძნებს, რომელიც “ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს.
მისივე თქმით, სხვა პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
“მაშინდელი პარტია ხალხის ინტერესს ასახავდა, ხალხი მათში ხედავდა თავისნაირს. მე დღეს ეს უკვე ვეღარ დავინახე. ის წიაღი, საიდანაც დაიბადება დიდი გამარჯვება და ლომის წვლილს შევიტანთ, არის ის წიაღი, სადაც მე ვარ ბევრ ადამიანთან ერთად. მე რომ სხვაგან მენახა ამის შესაძლებლობა, ვიქნებოდი სხვაგან. არც ერთ მოქმედ პარტიაში არ ვხედავ შესაძლებლობას გაწევრიანებისა, დავაფუძნებ რა თქმა უნდა. ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის”, – განაცხადა მელიამ “მთავარის” ეთერში.
მისივე თქმით, ახალი პარტია “გონივრულ ვადაში” დაფუძნდება.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს