ნიკა მელია – ბევრი ადამიანია, ვისაც დაუოკებლად უნდა ცვლილებები საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
ვიღაცას აწყობს, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ფულს შოულობს და კორპუსს დგამს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს.
მისივე თქმით, ცვლილებები უნდა არა იმისათვის, რომ ხელუსუფლებაში მოვიდეს, არამედ კორუფციასა და კრიმინალურ სამყაროზე დამყარებულ ოლიგარქიული მმართველობის შესაცვლელად.
“ვიღაცას გამბედაობა არ ყოფნის, ვიღაცას აწყობს უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ფულს შოულობს და კორპუსს დგამს. ტენდერს იგებს, იმას ახლა რაში აინტერესებს საგარეო პოლიტიკური კურსი როგორი იქნება, მშიერი იქნება, მაძღარი იქნება ერი, არ აინტერესებს. ასეთი მოქალაქე არის არაერთი, სამწუხაროდ, მან ხო იცის, რომ კლანთან დაახლოებულია და აქედან გამომდინარე მისი ოჯახი მდიდრდება, ესეც ხო რეალობაა.
მე კი არ უნდა დამიჯეროთ ხალხო, ვისაც ჩემი დღემდე არ სჯერა, ის ხვალაც არ დამიჯერებს, მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი თანამოაზრე და მოკავშირე მყავს. ბევრი არის ადამიანი, ვისაც დაუოკებლად უნდა ცვლილებები საქართველოში. და რატომ უნდა? იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლებაში მოვიდე. მე კი არ მინდა, ხელისუფლებაში მოვიდე, არამედ მინდა, რომ ჩემი შვილი აღარ ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი ჯერ კიდევ არათუ არსებობს, არამედ ეს ინსტიტუტი ძლიერდება. კრიმინალი ნორმა არის, უბრალოდ, სადაც პოლიციელის მუნდირი დღითიდღე კნინდება, სადაც შავი სამყარო არის დომინანტი, სადაც კორუფცია პროზაულ ცხოვრებად გვექცა..
თუ კიდე ვინმე არის დასარწმუნებელი, რომ ეს რეალობა არის შესაცვლელი, თუ კი ვინმეს კიდევ უნდა ვუთხრათ რომ კოალიციური მთავრობა, მრავალფეროვნება ბევრად სჯობს ოლიგარქიულ წეს-წყობილებას, ასეთ ადამიანს 100 წელიც რომ ვიცხოვრო, მაინც ვერ დავარწმუნებ”, – განაცხადა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში.
თაგები:
ნიკა მელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს