ნიკა მელია – ელენე ხოშტარია დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში გლდანის რაიონში


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გლდანში იმყოფებოდნენ, სადაც ამომრჩევლებს შეხვდნენ.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, წელსაც, ისევე როგორც შარშან, გლდანში ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს.
“ელენე ხოშტარია დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში გლდანის რაიონში. ელენესნაირი ენერგიული დეპუტატი და შემდგომ უკვე საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს ქომაგად. ამიტომ, წარმატებები ელენეს და წარმატებები მთელს გლდანის რაიონს”, – განაცხადა მელიამ.
პირველივე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია ელენე ხოშტარიაც. მისი თქმით, გლდანმა 2020 წლის არჩევნებზე ძალიან დიდი ბრძოლისუნარიანობა აჩვენა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სიის პირველი ნომერი კი არ ვიყო, არამედ, უშუალოდ ვიყო ამ მებრძოლ ხალხთან ერთად და ამ უბანში დავდოთ გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი, რომ პირველივე ტურში გლდანმა გამარჯვება გამოაცხადოს. გამარჯვება არ მოდის მხოლოდ პოლიტიკოსების ხარჯზე, ეს გამარჯვება მოდის ხალხის შემართების და ბრძოლის ხარჯზე და ეს გასულმა წელმაც გვაჩვენა”, – განაცხადა ხოშტარიამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს