
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვრჩებით ქარტიის ერთგული და ვფიქრობთ, რომ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ქართველი ხალხის ნება უნდა გავაფორმოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ფართო საერთო კონსოლიდაციაა საჭირო.
“ჩვენ ვრჩებით ქარტიის ერთგული და ვფიქრობთ, რომ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ქართველი ხალხის ნება უნდა გავაფორმოთ. ქართველი ხალხის ნებაა ცვლილებების მიღწევა, ივანიშვილის სახლში გაშვება, ამიტომ, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ ვესხმით თავს ერთმანეთს და უნდა შევთანხმდეთ, რომ დავიცავთ ხმებს, რომელსაც ავიღებთ და ქართველი ხალხის ნებას გავაფორმებთ. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ქარტიის ერთგული და ვფიქრობთ, რომ ფართო საერთო კონსოლიდაცია არის უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა 23 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. “ასევე, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული პოლიტიკურ ბრძოლებში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
ნიკა ობოლაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს