ნიკა ობოლაძე – როდესაც ასეთი ხელისფლება გვყავს, პრეზიდენტისაგან უფრო მკაფიო განცხადებებს ველოდებით


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტს მართებს უფრო მკაფიო განცხადებების გაკეთება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ Front News-თან სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი პათოსი მართებულია, თუმცა არასაკმარისი.
“პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ უნდა იმსახურებდეს სანქციებს ევროპელი პარტნიორებისაგან, არის აბსოლუტურად სწორი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. პრეზიდენტს აქვს მეტი ვალდებულებები ქვეყნის წინაშე და მართებს უფრო მკაფიოდ განაცხადოს, რომ არ შეიძლება ქვეყანას ყავდეს ხელისუფლება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უწოდებს არაკეთილსინდისიერს, მთავრობა, რომელიც ტოვებს მიშელის შეთანხმებას და უარს ამბობს რეფორმების გატარებაზე, მთავრობა, რომელიც ბელორუსის კგბ-სთან ინტენსიურად თანამშრომლობს. ამიტომ როდესაც ასეთი ხელისფლება გვყავს, პრეზიდენტისაგან უფრო მკაფიო განცხადებებს ველოდებით”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის უარი ევროპულ სესხზე გაუგებარია და პარადოქსული.
თაგები:
ნიკა ობოლაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს