Logo

ნიკა სიმონიშვილი - არაფერი აქვს სამართლის უზენაესობასთან საერთო იმას, რაც სასამართლო სისტემაში ხდება

პოლიტიკა
8 საათის წინ / 11:59
270
Frontnews image description

სასამართლო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთ-ერთი საყრდენი უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპის, იქცა ამ პრინციპების მომშლელ ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტად, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემა გადაიქცა მეფის სასამართლოდ.

"სასამართლო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთ-ერთი საყრდენი უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპის, იქცა ამ პრინციპების მომშლელ ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტად. ვსაუბრობთ იმაზე, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უკონტროლობის, უკანონობის მაკონტროლებელი, სწორედაც სასამართლო სისტემა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო სისტემა გადაიქცა მეფის სასამართლოდ.

ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ ერთი ადამიანის სახელით ხორციელდება მართლმსაჯულება, მიუხედავად იმისა, რომ ფურცელზე წერია - საქართველოს სახელით ხორციელდება. რეალურად, არაფერი აქვს სამართლის უზენაესობასთან საერთო იმას, რაც სასამართლო სისტემაში ხდება", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

Advertisement