ნიკა სიმონიშვილი - ეს მაქსიმუმ, იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობა


ავტორი
Front News საქართველო
ძალადობა არ არის არცერთ პოლიციელზე, არცერთ ადამიანზე, ნივთი არ დაზიანებულა. ეს, მაქსიმუმ, იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობა, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეებს სისხლის სამართლის კოდექსთან საერთო არაფერი აქვს.
"ძალადობა არ არის არცერთ პოლიციელზე, არცერთ ადამიანზე, ნივთი არ დაზიანებულა და ეს არის სხვა ნორმის შემადგენლობა. ეს მაქსიმუმ, იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობა და ამას სისხლის სამართლის კოდექსთან არაფერი საერთო არ აქვს.
მეორე მომენტი არის, როდესაც ვსაუბრობთ ვაჟა გაფრინდაშვილზე - ადამიანს, რომელსაც წარმოუდგენელი სიმამაცე აქვს ჩადენილი პაციენტის გადასარჩენად, საოკუპაციო ხაზი აქვს გადაკვეთილი და ასეთი სიმამაცე აქვს გამოვლილი, ამ ადამიანს იჭერენ.
ლიკა ბასილაიას რაც შეეხება, რაც დავინახე ეს იყო დაკავების ეს ფორმა, რომელიც პოლიციამ გამოიყენა, ვერავითარ პროპორციულობაში ვერ ჯდება", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
გასულ ღამეს რუსთაველის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა 20-მდე მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც გზის გადაკეტვა ედებათ ბრალად, მათ შორისაა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც.
თაგები:
ნიკა სიმონიშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა