
ავტორი
Front News საქართველო
ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც შეიძლება ჩვენ მივიღოთ, შეიძლება გრანტად აღიქვას "ქართულმა ოცნებამ", თუ ჩვენი ქმედებები არ მოეწონება, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ შემოსავალზე მთავრობის თანხმობა არ იქნება, ასეთ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ადამიანს.
"ნებისმიერი პირი, რომელიც მიიღებს სხვა ნებისმიერი პირისგან უცხოეთიდან ნებისმიერი სახის შემოსავალს, რომელიც შეიძლება, "ქართულ ოცნებაში" ჩათვალონ, რომ ამას აქვს გრანტის შინაარსი და არის პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი, ჩაითვლება გრანტად და გავრცელდება მასზე გრანტის რეგულაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის თანხმობა მოითხოვება და მეორე - თუ მთავრობის თანხმობა არ იქნება, ასეთ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ადამიანს.
რა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური კონტექსტის მქონე ქმედებად და რა შეიძლება ჩაითვალოს შემოსავლად, ამას უკვე ეს ინიციატივა ღიად ტოვებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც შეიძლება ჩვენ მივიღოთ, შეიძლება გრანტად აღიქვას "ქართულმა ოცნებამ", თუ ჩვენი ქმედებები არ მოეწონება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
"ქართული ოცნება "გრანტების შესახებ" კანონს ამკაცრებს. „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
თაგები:
ნიკა სიმონიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს