Logo

ნიკა სიმონიშვილი - პარტია, რომელიც დემოკრატიული პრინციპის წინააღმდეგ მიდის, შეიძლება აიკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ

პოლიტიკა
130
Frontnews image description

პარტია, რომელიც დემოკრატიული პრინციპის წინააღმდეგ მიდის, დამხობისკენ მოუწოდებს, ძალადობრივ მოწოდებებს აჟღერებს და სიძულვილის ენას ავრცელებს, ასეთი პარტია შეიძლება აიკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამას სჭირდება ფაქტები და დამოუკიდებელია სამართლებრივი რგოლი - სასამართლო.

"კონსტიტუცია ითვალისწინებს პარტიის საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობას და ასეთი რამ შესაძლებელია, სხვა ქვეყნის კანონმდებლობაშიც მოიძებნებოდეს და ეს ნორმალური პროცესია, რომ არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური პარტიები არ გაჩნდნენ საზოგადოებაში და პარტიის საქმიანობის აკრძალვის პრინციპიც სწორედ ამაშია, რომ პარტია, რომელიც დემოკრატიული პრინციპის წინააღმდეგ მიდის, დამხობისკენ მოუწოდებს, ძალადობრივ მოწოდებებს აჟღერებს და სიძულვილის ენას ავრცელებს, ასეთი პარტია შეიძლება აიკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები ამ გარემოებების და მეორე - ამაზე გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებელმა რგოლმა, სასამართლომ. ამ შემთხვევაში კი, ავტორიტარიზმის პირობებში შეუძლებელია, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

Advertisement